სტუდენტური პროგრამის ხდკ
გაქვთ კითხვები ონლაინ გამოკითხვების შექმნასთან დაკავშირებით? იხილეთ ჩვენი ხშირად დასმული კითხვები ქვემოთ.
დასვი შეკითხვა-
რა არის JotForm-ის სტუდენტური გამოკითხვის პროგრამა?
JotForm-ის სტუდენტური გამოკითხვის პროგრამით, სტუდენტებს შეუძლიათ შეაგროვონ ულიმიტო გამოკითხვის მონაცემები თავიანთი ონლაინ ფორმების გავლით - რათა მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია თავიანთ პროექტებისათვის სრულიად უფასოდ. სტუდენტებს შეეძლებათ მიიღონ შეუზღუდავი გამოხმაურებები გამოკითხივს ტიპის ფორმებზე. სხვა ტიპის ფორმებზე იმოქმედებს სტანდარტული ლიმიტები არსებული Jotform პაკეტის შესაბამისად.
-
ვისთვის არის მოცემული პროგრამა?
ჩვენი სტუდენტური გამოკითხვის პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი სტუდენტისათვის, ვისაც აქვს ვალიდური სტუდენტის ბარათი და .edu, .ac, .uv.es ან .k12 იმეილის მისამართი და ამჟამად აქვს სკოლის, კოლეჯის ან უნივერსიტეტის აქტიური სტატუსი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საგანს სწავლობთ ან რა ტიპის გამოკითხვები გჭირდებათ, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ოდენობის მონაცემების შეგროვებას.
-
როგორ შევიტანო განაცხადი?
შეავსეთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა რათა შეიტანოთ განაცხადი აღნიშნულ პროგრამაზე. თქვენ უნდა დაურთოთ თქვენი სახელი, იმეილის მისამართი, სკოლის სახელი და თქვენი სტუდენტური ბარათის ასლი. ჩვენ მალევე შევამოწმებთ თითოეულ განაცხადს და გამოგიზავნით შემდგომ დეტალებს.
-
შემიძლია თუ არა აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადის შეტანა თუ უკვე მაქვს ფასიანი ანგარიში?
დიახ! თუ თქვენ ხართ სტუდენტი და სარგებლობთ ფასიანი Jotform ანგარიშით, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი რათა მიიღოთ შეუზღუდავი გამოგზავნები გამოკითხვის ფორმზე.
-
რამდენ ხანს გრძელდება აღნიშნული პროგრამა?
როგორც კი მოხდება თქვენი სტუდენტური პროგრამის განაცხადის დამტკიცება, თქვენ იქნებით წევრი ერთი სრული წლის განმავლობაში.