საგადასახადო შეთანხმება

About this template

საგადასახადო შეთანხმება, ასევე ცნობილი როგორც საგადასახადო კონტრაქტი ან საკრედიტო ხელშეკრულება, წარმოადგენს დოკუმენტს რომელიც აყალიბებს მოვალესა და მევალეს შორის საგადასახადო ვალდებულების დეტალებს. მარტივად შეიყვანეთ სესხის დეტალები როგორიცაა გადახდის განრიგი, გადახდის მეთოდი, ყოველთვიური ოდენობა, მოვალესა და მევალეს ინფორმაცია - შაბლონი ავტომატურად შეინახავს აღნიშნულ ინფორმაციას დაცული და უსაფრთხო PDF დოკუმენტების სახით - რათა მარტივად გადმოწეროთ, გააზიაროთ ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის. თითოეული PDF მოიცავს იურიდიული სტატუსის მქონე ხელმოწერას ყველა მონაწირე მხარისგან, ასევე შესაბამს წესებსა და პირობებს და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას.

გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორი რათა მარტივად შეიტანოთ სასურველი ცვლილებები და დაურთოთ საგადასახადო შეთანხმების კონკრეტული პირობები. დაურთეთ თქვენი ლოგო, განაახლეთ ფონტები და ფერები თქვენი ბრენდინგის შესაბამისად.

დეტალები
45 კლონირება
Created by
Related templates

მარტივი ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკ?

საიჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს კონტრაქტს უძრავი ქონების მფლობელსა და დამქირავებელს შორის, რომელიც განსაზღვრავს ქირავნობის წესებსა და პირობებს.მოცემული ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკრულების PDF შაბლონი წარმოადგენს ყველა საჭირო ელემენტს ერთ მარტივ დოკუმენტში - მონაწილე მხარეები, უძრავი ქონების დეტალები, ქირავნობის პერიოდი, ქირის ოდენობა, უძრავი ქონებით სარგებლობის მიზნობრიობა და შეზღუდვები.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთ?

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება არის ფორმალური კონტრაქტი ორ ან მეტ პიროვნებას შორის, რომლებიც თანხმდებიან კომერციული ბიზნესის ერთად მართვაზე. პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება აუცილებელია რათა მარტივად ჩამოაყალიბოთ პარტნიორობის წესები და პირობები რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებაში. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ უფლებამოსილ პირს ან ერთვებით ბიზნეს პარტნიორობაში - დაზოგეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესადგენად საჭირო დრო ჩვენი მზა PDF შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეიყვანეთ პარტნიორობის ყველა დეტალი და მოცემული შაბლონი ავტომატურად შექმნის PDF დოკუმენტებს, რომლებიც მოიცავს მონაწილე მხარეთა ინფორმაციას, ხელშეკრულების ვადებს და ხელმოწერებს. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ან იმეილით გააგზავნოთ აღნიშნული PDF დოკუმენტები ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის.ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები - დაურთოთ კონკრეტული წესები და პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, პარტნიორობის ხანგრძლივობა, კაპიტალდაბანდებაში მონაწილეობა და პარტნიორული წილები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი კომპანიის ლოგო, შეცვალოთ ფონტები და ფერები რათა უკეთ მოარგოთ თქვენს ბიზნესს.

კონსულტაციის ხელშეკრულება

კონსულტაციის ხელშეკრულება, ასევე ცნობილი როგორც საკონსულტაციო კონტრაქტი, წარმოადგენს წერილობით შეთანხმებას კლიენტსა და საკონსულტაციო კომპანიას შორის იმ სერვისების შესახებ რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტით. მარტივად შეყვანეთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ინფორმაცია, საკონსულტაციო მომსახურების დეტალები, მომსახურების ღირებულება და გადახდის ვადები - ჩვენი შაბლონი მომენტალურად გარდაქმნის აღნიშნულ ინფორმაციას დახვეწილ და პროფესიონალურ PDF დოკუმენტებად, რათა მარტივად გადმოწეროთ, დაბეჭდოთ ან გაუზიაროთ თქვენს კლიენტებს.Jotform PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ მოცემული შაბლონი თქვენს ბრენდს - დაამატეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ ფონტები, განაახლეთ ფერები.

თანამშრომლის ტექნიკის ხელშეკრულება

თანამშრომლის ტექნიკის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის დროებით სარგებლობაში თანამშრომლისთვის გადაცემას სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულება აყალიბებს თანამშრომლის უფლებებსა და მოვალეობებს დროებით სარგებლობაში მიღებული ტექნიკის მიმართ, ასევე ტექნიკის დეტალურ ინფორმაციას, როგორიცაა მწარმოებელი და მოდელი, სერიული მოდელი, მახასიათებლები და არსებული მდგომარეობა.მოცემული შაბლონი საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიყვანოთ ტექნიკისა და თანამშრომლის ინფორმაცია - რათა მომენტალურად გარდაქმნათ მონაცემები დახვეწილ და პროფესიონალურ დოკუმენტებად.

ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი

ბრენდის წარმომადგენელი არის პიროვნება რომლის დაქირავებაც ხდება კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ კონკრეტული ბრენდისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისა და პროდუქციის გაყიდვების ზრდის მიზნით. მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი დაგეხმარებათ მარტივად ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენელთან და მიუთითოთ ყველა საჭირო დეტალი - მონაწილე მხარეები, ანაზღაურების დეტალები, ხელშეკრულების პერიოდი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელმოწერები.

მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.