პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთ?
შეაგროვეთ თქვენი ონლაინ მონაცემები Jotform-თან ერთად და აქციეთ ისინი პროფესიონალურ, ელეგანტურ PDF-ებად.
მოცემული ხელშეკრულებით, პარტნიორები ქმნიან ზოგადი სახის პარტნიორობას. შეთანხმების გაფორმების თარიღია 8 სექტემბერი, 2021. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ (შემდგომში "პარტნიორები"):
ა. მონაწილე მხარეები გამოთქვამენ ბიზნეს პარტნიორობის სურვილს.
ბ. მოცემული ხელშეკრულება განსაზღვრავს მონაწილე მხარეების პარტნიორობის წესებსა და პირობებს.
მონაწილე მხარეების მოცემულ ხელშეკრულებაში შესვლით, ისინი ნებაყოფლობით აცნობიერებენ და თანხმდებიან შემდეგს:
თავი I | პარტნიორობის შექმნა |
მოცემული ხელშეკრულებით, პარტნიორები ქმნიან ზოგადი სახის პარტნიორობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
თავი II | პარტნიორობის სახელი |
პარტნიორობის სახელი იქნება "უნაითედ პერფორმანს".
თავი III | პარტნიორობის მიზანი |
პარტნიორობა მყარდება შემდგომი მიზნით:
პარტნიორობის მიზანია პარტნიორთა ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა და სწრაფი განვითარება.
Article IV | პერიოდი |
პარტნიორობის ძალაში შესვლის თარიღია ოთხშაბათი, დეკემბერი 1, 2021 და გაგრძელდება სანამ არ მოხდება მისი ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გაუქმება.
თავი V | ბიზნეს პარტნიორობის ადგილი |
ბიზნეს პარტნიორობის მთავარი ოფისი განთავსებული იქნება მოცემულ მისამართზე:
ქუჩის მისამართი: ქავთარაძის #12
ქალაქი: თბილისი
რაიონი / რეგიონი: საბურთალო
საფოსტო ინდექსი: 0186
თავი VI | კაპიტალდაბანდება |
პარტნიორობის საწყისი კაპიტალი შეადგენს 80000 (ოთხმოცი ათასი). თითოეულმა პარტნიორმა მიიღო კაპიტალდაბანდებაში მონაწილეობა ნაღდი ფულის, უძრავი ქონების ან სერვისების სახით, შეთანხმებული ღირებულებით როგორც მოცემულია ქვემოთ:
პარტნიორის სახელიner | მონაწილეობის აღწერა | მონაწილეობის ფულადი ოდენობა |
ნიკო ნაგერვაძე | პარტნიორი უზრუნველყოფს პარტნიორობისათვის განკუთვნილი საოფისე სივრცის გამოყოფას | 35000 |
ნათია მაისურაძე | პარტნიორი უზრუნველყოფს პარტნიორობისათვის განკუთვნილი ტექნიკისა და საოფისე ინვენტარის უზრუნველყოფას | 45000 |
თავი VII | მონაწილეობა და საკუთრების უფლება |
პარტნიორების საკუთრების პროცენტული წილი შეადგენს::
პარტნიორის სახელი | პროცენტული წილი |
ნიკო ნაგერვაძე | 43.75% |
ნათია მაისურაძე | 56.25% |
თავი VIII | ხმის უფლება |
პარტნიორობის საკითხები უნდა გადაწყდეს ხმათა უმრავლესობის პრინციპით, სადაც ხმის უფლება განისაზღვრება კაპიტალდაბანდებაში მონაწილეობის პროცენტული წილით.
თავი IX | ანგარიშწარმოება |
პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების საბუღალტრო წიგნების წარმოება უნდა მოხდეს ძირითადი საქმიანობის ადგილას. აღნიშნული დოკუმენტაცია შემოწმება/ინსპექტირებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პარტნიორებისათვის ნებისმიერ დროს. თითოეული პარტნიორი ვალდებულია მოახდინოს ყველა ტრანზაქციის დროული და სათანადო აღრიცხვა.
თავი X | საბუღალტრო აღრიცხვა |
პარტნიორობის საქმისწარმოება უნდა მოხდეს მთავარ ოფისში, და თითოეულ პარტნიორს უნდა შეეძლოს მისი ნებისმიერ დროს დათვალიერება. ჩანაწერები უნდა წარმოებდეს ფისკალური წლის პრინციპით, რომლის დაწყების პერიოდად განისაზღვრება ოქტომბერი, პირველი ორშაბათი დღე და დასრულების პერიოდად განისაზღვრება ივნისი, პირველი პარასკევი დღე.
თავი XI | ახალი პარტნიორები |
პარტნიორობა განიხილავს ახალი პარტნიორების ჩართვას ყველა პარტნიორის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია პარტნიორობის სახელში ცვლილებების შეტანაც.
თავი XII | მენეჯმენტი |
თითოეულ პარტნიორს აქვს უფლება მართოს პარტნიორობის საკითხები.
ყოველდღიური საქმიანობის მართვა უნდა მოხდეს მართვის კომიტეტის მიერ, რომლის არჩევაც მოხდება პარტნიორების მიერ.
თავი XIII | შეწყვეტა |
მოცემული პარტნიორობის შეწყვეტა შესაძლებელია რომელიმე პარტნიორის გარდაცვალების, გაკოტრების ან არაკომპეტენტურობის შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში, დარჩენილმა პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ როგორც პარტნიორებისათვის ნდობით აღჭურვილმა პირებმა და დროულად უნდა მოახდინონ საქმეების დასრულება სანამ დარჩენილი პარტნიორები გამოთქვამენ ბიზნეს პარტნიორობის გაგრძელების სურვილს.
თავი XIV | ნებაყოფლობითი შეწყვეტა |
პარტნიორობის დაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე.
თავი XV | ნებაყოფლობითი გასვლა |
(ა) ნებისმიერ პარტნიორს აქვს უფლება ნებაყოფლობით გავიდეს პარტნიორობის ხელშეკრულებიდან ნებისმიერ დროს.
(ბ) პარტნიორის მოხალისეობრივი გასვლა გამოიწვევს პარტნიორობის დასრულებას.
(გ) პარტნიორს აქვს პარტნიორობიდან მხოლოდ კეთილსინდისიერი გასვლის უფლება.
თავი XVI | იძულებითი გასვლა |
(ა) პარტნიორობიდან იძულებითი გასვლა შეიძლება მოხდეს მოცემულ შემთხვევებში: პარტნიორის გარდაცვალება, პარტნიორის მენტალური ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, პარტნიორის არაკომპეტენტურობა; ფიდუციარული მოვალეობების დარღვევა, პარტნიორის სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობა; ან პარტნიორის ნებისმიერი სხვა ქმედება ან ქმედების შეუსრულებლობა რომელიც ბიზნესსა და მის საზოგადოებრივ რეპუტციას მიაყენებს ზიანს.
თავი XVII | ფორს-მაჟორი |
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან მხარეები თავისუფლდებიან, თუ ხელშეკრულების დარღვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით („ფორს-მაჟორი“). ამ მუხლის მიზნებისთვის ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი მხარეების მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე.
თავი XIX | არბიტრაჟი |
იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს.
მოცემული ხელმოწერით, პარტნიორები ადასტურებენ პარტნიორობის წესებსა და პირობებზე ნებაყოფლობით თანხმობას.
მოცემული პარტნიორობის ხელშეკრულების PDF შაბლონი მოიცავს ყველა საჭირო და ძირითად პირობებს რომლების საჭიროა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაქმნელად. გამოიყენეთ მოცემული ნიმუში რათა სწრაფად შექმნათ პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტები.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება არის ფორმალური კონტრაქტი ორ ან მეტ პიროვნებას შორის, რომლებიც თანხმდებიან კომერციული ბიზნესის ერთად მართვაზე. პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება აუცილებელია რათა მარტივად ჩამოაყალიბოთ პარტნიორობის წესები და პირობები რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებაში. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ უფლებამოსილ პირს ან ერთვებით ბიზნეს პარტნიორობაში - დაზოგეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესადგენად საჭირო დრო ჩვენი მზა PDF შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეიყვანეთ პარტნიორობის ყველა დეტალი და მოცემული შაბლონი ავტომატურად შექმნის PDF დოკუმენტებს, რომლებიც მოიცავს მონაწილე მხარეთა ინფორმაციას, ხელშეკრულების ვადებს და ხელმოწერებს. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ან იმეილით გააგზავნოთ აღნიშნული PDF დოკუმენტები ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის.
ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები - დაურთოთ კონკრეტული წესები და პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, პარტნიორობის ხანგრძლივობა, კაპიტალდაბანდებაში მონაწილეობა და პარტნიორული წილები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი კომპანიის ლოგო, შეცვალოთ ფონტები და ფერები რათა უკეთ მოარგოთ თქვენს ბიზნესს.
საიჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს კონტრაქტს უძრავი ქონების მფლობელსა და დამქირავებელს შორის, რომელიც განსაზღვრავს ქირავნობის წესებსა და პირობებს.მოცემული ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკრულების PDF შაბლონი წარმოადგენს ყველა საჭირო ელემენტს ერთ მარტივ დოკუმენტში - მონაწილე მხარეები, უძრავი ქონების დეტალები, ქირავნობის პერიოდი, ქირის ოდენობა, უძრავი ქონებით სარგებლობის მიზნობრიობა და შეზღუდვები.
კონსულტაციის ხელშეკრულება, ასევე ცნობილი როგორც საკონსულტაციო კონტრაქტი, წარმოადგენს წერილობით შეთანხმებას კლიენტსა და საკონსულტაციო კომპანიას შორის იმ სერვისების შესახებ რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტით. მარტივად შეყვანეთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ინფორმაცია, საკონსულტაციო მომსახურების დეტალები, მომსახურების ღირებულება და გადახდის ვადები - ჩვენი შაბლონი მომენტალურად გარდაქმნის აღნიშნულ ინფორმაციას დახვეწილ და პროფესიონალურ PDF დოკუმენტებად, რათა მარტივად გადმოწეროთ, დაბეჭდოთ ან გაუზიაროთ თქვენს კლიენტებს.Jotform PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ მოცემული შაბლონი თქვენს ბრენდს - დაამატეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ ფონტები, განაახლეთ ფერები.
თანამშრომლის ტექნიკის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას თანამშრომელსა და დამსაქმებელს შორის, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის დროებით სარგებლობაში თანამშრომლისთვის გადაცემას სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულება აყალიბებს თანამშრომლის უფლებებსა და მოვალეობებს დროებით სარგებლობაში მიღებული ტექნიკის მიმართ, ასევე ტექნიკის დეტალურ ინფორმაციას, როგორიცაა მწარმოებელი და მოდელი, სერიული მოდელი, მახასიათებლები და არსებული მდგომარეობა.მოცემული შაბლონი საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიყვანოთ ტექნიკისა და თანამშრომლის ინფორმაცია - რათა მომენტალურად გარდაქმნათ მონაცემები დახვეწილ და პროფესიონალურ დოკუმენტებად.
ბრენდის წარმომადგენელი არის პიროვნება რომლის დაქირავებაც ხდება კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ კონკრეტული ბრენდისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისა და პროდუქციის გაყიდვების ზრდის მიზნით. მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი დაგეხმარებათ მარტივად ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენელთან და მიუთითოთ ყველა საჭირო დეტალი - მონაწილე მხარეები, ანაზღაურების დეტალები, ხელშეკრულების პერიოდი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელმოწერები.
საგადასახადო შეთანხმება, ასევე ცნობილი როგორც საგადასახადო კონტრაქტი ან საკრედიტო ხელშეკრულება, წარმოადგენს დოკუმენტს რომელიც აყალიბებს მოვალესა და მევალეს შორის საგადასახადო ვალდებულების დეტალებს. მარტივად შეიყვანეთ სესხის დეტალები როგორიცაა გადახდის განრიგი, გადახდის მეთოდი, ყოველთვიური ოდენობა, მოვალესა და მევალეს ინფორმაცია - შაბლონი ავტომატურად შეინახავს აღნიშნულ ინფორმაციას დაცული და უსაფრთხო PDF დოკუმენტების სახით - რათა მარტივად გადმოწეროთ, გააზიაროთ ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის. თითოეული PDF მოიცავს იურიდიული სტატუსის მქონე ხელმოწერას ყველა მონაწირე მხარისგან, ასევე შესაბამს წესებსა და პირობებს და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას.გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორი რათა მარტივად შეიტანოთ სასურველი ცვლილებები და დაურთოთ საგადასახადო შეთანხმების კონკრეტული პირობები. დაურთეთ თქვენი ლოგო, განაახლეთ ფონტები და ფერები თქვენი ბრენდინგის შესაბამისად.
მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.