მოგებებისა და ზარალის ანგარიშის შაბლ

About this template

ანგარიში მოგებებისა და ზარალის შესახებ, ასევე ცნობილი როგორც საშემოსავლო დეკლარაცია, წარმოადგენს ფინანსური ანგარიშის შეჯამებას კომპანიის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში გაწეული ხარჯების, გასავლებისა და შემოსავლების შესახებ. ანგარიშში შეჯამებული ინფორმაცია გეხმარებათ განსაზღვროთ კონკრეტული კომპანიის ან ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა - გადის მოგებაზე, ზარალზე ან ინარჩუნებს ნეიტრალურ მდგომარეობას. მსგავსი ანგარიშის გამოყენება შესაძლებელია მრავალი დანიშნულებით - მარტივად აღმოაჩინოთ პრობლემა რის შედეგადაც კომპანია კარგავს თანხას და აღმოფხვრათ იგი, წარუდგინოთ პოტენციურ ინვესტორებს რათა გაზარდოთ მათი ინტერესი და მრავალი სხვა.

მოცემული PDF შაბლონი საშუალებას გაძლევთ მომენტალურად შექმნათ PDF დოკუმენტები თქვენი ჩანაწერებისათვის. თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი გამოთვლების წარმოება, შეგყავთ მხოლოდ თანხის ოდენობები. ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორის გამოყენებით, მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი სასურველი ცვლილება და მოარგოთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს.

Categories
დეტალები
8 კლონირება
Created by
Related templates

სტრატეგიული გეგმის ფორმა

ფოკუსირდით მომავალზე და ხელი შეუწყეთ თქვენი კომპანიის წინსვლას Jotform-ის სტრატეგიული გეგმის შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეავსეთ თანდართული ფორმა თქვენი კომპანიის დეტალებით, განსაზღვრეთ თქვენი სტრატეგიული მიზნები, ქმედებები და ფინანსური ამოცანები. ჩვენი სრულიად მორგებადი შაბლონი გარდაქმნის აღნიშნულ ინფორმაციას დახვეწილ და პროფესიონალურ PDF დოკუმენტებად - რათა მარტივად გადმოწეროთ, დაბეჭდოთ ან გააზიაროთ მომენტალურად.თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სახის გამოცდილება რათა შექმნათ პროფესიონალური სტრატეგიული გეგმა. შეცვალეთ ფონტები, განაახლეთ ფერები და დაამატეთ თქვენი კომპანიის ლოგო - რამოდენიმე მარტივი კლიკით.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთ?

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება არის ფორმალური კონტრაქტი ორ ან მეტ პიროვნებას შორის, რომლებიც თანხმდებიან კომერციული ბიზნესის ერთად მართვაზე. პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება აუცილებელია რათა მარტივად ჩამოაყალიბოთ პარტნიორობის წესები და პირობები რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებაში. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ უფლებამოსილ პირს ან ერთვებით ბიზნეს პარტნიორობაში - დაზოგეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესადგენად საჭირო დრო ჩვენი მზა PDF შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეიყვანეთ პარტნიორობის ყველა დეტალი და მოცემული შაბლონი ავტომატურად შექმნის PDF დოკუმენტებს, რომლებიც მოიცავს მონაწილე მხარეთა ინფორმაციას, ხელშეკრულების ვადებს და ხელმოწერებს. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ან იმეილით გააგზავნოთ აღნიშნული PDF დოკუმენტები ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის.ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები - დაურთოთ კონკრეტული წესები და პირობები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, პარტნიორობის ხანგრძლივობა, კაპიტალდაბანდებაში მონაწილეობა და პარტნიორული წილები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაურთოთ თქვენი კომპანიის ლოგო, შეცვალოთ ფონტები და ფერები რათა უკეთ მოარგოთ თქვენს ბიზნესს.

სამშენებლო კონტრაქტი

თუ თქვენ მოღვაწეობთ სამშენებლო ბიზნესში, აუცილებელია გქონდეთ სტანდარტული სამშენებლო კონტრაქტის შაბლონი რომელსაც გამოიყენეთ თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებისათვის. სამშენებლო კონტრაქტი წარმოადგენს წერილობით შეთანხმებას მფლობელს ან კლიენტს და კონტრაქტორს შორის. გამოიყენეთ მოცემული პრაქტიკული და ეფექტური სტანდარტული შაბლონი - მარტივად მოარგეთ თქვენს მოთხოვნებს, შეიტანეთ სასურველი ცვლილებები, დაამატეთ სურათები ან ლოგო, მოაწერეთ ხელი, დაბეჭდეთ ან შეინახეთ თქვენი ჩანაწერებისათვის.მოცემული უფასო სამშენებლო კონტრაქტის შაბლონი მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა მონაწილე მხარეების სახელები და მდებარეობა, სამუშაოს აღწერა, პერიოდი, კონტრაქტის ღირებულება და გადახდის ვადები.

კონსულტაციის ხელშეკრულება

კონსულტაციის ხელშეკრულება, ასევე ცნობილი როგორც საკონსულტაციო კონტრაქტი, წარმოადგენს წერილობით შეთანხმებას კლიენტსა და საკონსულტაციო კომპანიას შორის იმ სერვისების შესახებ რომელიც გათვალისწინებულია კონტრაქტით. მარტივად შეყვანეთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ინფორმაცია, საკონსულტაციო მომსახურების დეტალები, მომსახურების ღირებულება და გადახდის ვადები - ჩვენი შაბლონი მომენტალურად გარდაქმნის აღნიშნულ ინფორმაციას დახვეწილ და პროფესიონალურ PDF დოკუმენტებად, რათა მარტივად გადმოწეროთ, დაბეჭდოთ ან გაუზიაროთ თქვენს კლიენტებს.Jotform PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ მოცემული შაბლონი თქვენს ბრენდს - დაამატეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ ფონტები, განაახლეთ ფერები.

საგადასახადო შეთანხმება

საგადასახადო შეთანხმება, ასევე ცნობილი როგორც საგადასახადო კონტრაქტი ან საკრედიტო ხელშეკრულება, წარმოადგენს დოკუმენტს რომელიც აყალიბებს მოვალესა და მევალეს შორის საგადასახადო ვალდებულების დეტალებს. მარტივად შეიყვანეთ სესხის დეტალები როგორიცაა გადახდის განრიგი, გადახდის მეთოდი, ყოველთვიური ოდენობა, მოვალესა და მევალეს ინფორმაცია - შაბლონი ავტომატურად შეინახავს აღნიშნულ ინფორმაციას დაცული და უსაფრთხო PDF დოკუმენტების სახით - რათა მარტივად გადმოწეროთ, გააზიაროთ ან დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის. თითოეული PDF მოიცავს იურიდიული სტატუსის მქონე ხელმოწერას ყველა მონაწირე მხარისგან, ასევე შესაბამს წესებსა და პირობებს და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას.გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური PDF რედაქტორი რათა მარტივად შეიტანოთ სასურველი ცვლილებები და დაურთოთ საგადასახადო შეთანხმების კონკრეტული პირობები. დაურთეთ თქვენი ლოგო, განაახლეთ ფონტები და ფერები თქვენი ბრენდინგის შესაბამისად.

მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.