მოგზაურობის დაჯავშნის ფორმები
About მოგზაურობის დაჯავშნის ფორმები
მოგზაურობის დაჯავშნის ფორმები, ასევე ცნობილი როგორც მოგზაურობის დარეზერვების ფორმები, გამოიყენება სამოგზაურო სააგენტოების მიერ რათა დაეხმარონ კლიენტებს დაგეგმონ მოგზაურობა. თქვენი სააგენტოს სპეციალიზაციის მიუხედავად, იქნება ეს ტურების დაგეგმვა, კრუიზით მოგზაურობა, ოჯახური არდადეგები თუ ბიზნეს მოგზაურობა, ჩვენი მოგზაურობის დაჯავშნის უფასო ფორმები დააჩქარებს საქმიან პროცესებს მნიშვნელოვანი სამოგზაურო ინფორმაციის ონლაინ შეგროვებით. კლიენტებს შეუძლით წარმოადგინონ დეტალები მონაწილეების რაოდენობის, ჩამოსვლისა და გამგზავრების და ყველა სხვა მნიშვნელოვანი სამოგზაურო მოთხოვნების შესახებ ერთდროულად, თავიდან გაშორებთ გამუდმებული სატელეფონო ზარებისა და იმეილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას. ყოველი გამოგზავნილი ინფორმაცია უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.
თქვენი სამოგზაურო სააგენტო ყოველთვის ცდილობს მოერგოს მომხმარებელთა საჭიროებებს, ასე რომ დროა მოარგოთ მოგზაურობის დაჯავშნის ფორმებიც თქვენს საჭიროებებს. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, ქვემოთ მოცემულ მოგზაურობის დაჯავშნის ფორმებში ცვლილებების შესატანად მხოლოდ რამოდენიმე კლიკია საჭირო. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმის ველები, შაბლონის განლაგება, ფონური სურათი, და პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთოთ თუნდაც თქვენი ლოგო. გჭირდებათ დაჯავშნის საფასურის მიღება? უბრალოდ დააკავშირეთ თქვენი ფორმა ჩვენს გადახდის სისტემასთან რათა მომენტალურად მიიღოთ გადახდები - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ გადახდის სისტემის ინტეგრაციას, მათ შორის Square და PayPal. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა სხვა ონლაინ ანგარიშებთან, როგორიცაა Google Drive ან Slack-ის სამუშაო სივრცე რათა დააჩქაროთ სამუშაო პროცესები. გაზარდეთ კლიენტების რაოდენობა და გააუმჯობესეთ თქვენი სააგენტოს დაჯავშნის პროცესები ჩვენი სრულიად უფასო მოგზაურობის დაჯავშნის ფორმების გამოყენებით!