კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები
About კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები
კურსის რეგისტრაციის ფორმები გამოიყენება სტუდენტებისა და მოსწავლეების მოახლოებულ კლასებზე დასარეგისტრირებლად. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საგანს ასწავლით, ჩვენი კურსზე რეგისტრაციის უფასო ფორმები შეამცირებს თქვენს სამუშაოს მოცულობას სტუდენტებისთვის შესაძლებლობის მიცემით, დარეგისტრირდნენ ონლაინ. მარტივად მოარგეთ ფორმის სასურველი შაბლონი თქვენს მოთხოვნებს და გამოაქვეყნეთ თქვენი სკოლის ვებსაიტზე - მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს შეეძლებათ დაიწყონ რეგისტრაციის პროცედურა მომენტალურად! თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რეგისტრაციის საფასური პირდაპირ თქვენი ფორმის გავლით. გამოგზავნილი ინფორმაცია უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს JotForm-ის დაცულ ანგარიშში, რომელთა ნახვაც შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.
არ არის აუცილებელი წიგნების კითხვა იმის გამოსარკვევად თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი კურსზე რეგისტრაციის ფორმის მორგება. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის რედაქტირებას ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით თქვენთვის სასურველი ფორმის ველები და გრაფიკული ელემენტები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფაილის ატვირთვის ველი რათა შეაგროვოთ დოკუმენტები ან უსაფრთხო გადახდის სისტემა როგორიცაა PayPal ან Square რათა მიიღოთ კლასის ღირებულების საფასური. დააკავშირეთ ფორმა თქვენს ფავორიტ აპლიკაციებთან რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს - გიმარტივებთ თქვენი ჩანაწერების ორგანიზებას და აჩქარებს თქვენს სამუშაო პროცესებს. თუ თქვენ გჭირდებათ სამედიცინო ინფორმაციის შეგროვება, დარწმუნდით რომ სარგებლობთ ვერცხლის ან ოქროს პაკეტით რათა გახადოთ თქვენი ფორმა HIPAA სტანდარტების შესაბამისი. თქვენს კურსზე რეგისტრაციის პროცესის ავტომატიზირებით, ჩვენი კურსზე რეგისტრაციის ფორმები დაგიზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.