ჩვენ მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი განახლებული მობილური აპლიკაციის ახალი და დიდებული ფუნქციონალი – კიოსკის რეჟიმი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღნიშნული ფუნქციონალი სმარტფონზე ან ტაბლეტზე, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ. კიოსკის რეჟიმი ხელმისაწვდომია როგორც iOS ასვე Android მოწყობილობებზე.
კიოსკის რეჟიმი აქცევს თქვენს მოწყობილობას გამოკითხვის პუნქტად. კიოსკის რეჟიმი აძლევს ფორმის რესპონდენტებს მხოლოდ კონკრეტულ ფორმაზე წვდომას და არ აძლევს სხვა აპლიკაციებთან წვდომის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად და უსაფრთხოდ მიიღოთ ფორმის მრავალი გამოგზავნები. ეს არის დიდებული არჩევანი კონფერენციებისათვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის, სოციალური ღონისძიებებისათვის, შეხვედრებისათვის, სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის და მრავალი სხვა.
გაგზავნის შემდეგ, ფორმა ავტომატურად უბრუნდება საწყის გვერდს. ყოველი სესია არის სრულიად უნიკალური, ასე რომ მონაცემები არის დაცული.
თქვენ შეგიძლიათ ფორმის მონაცემების შეგროვება თუნდაც ინტერნეტის გარეშე. მონაცემების შენახვა მოხდება თქვენს მოწყობილობაზე და ავტომატურად გაიგზავნება თქვენს Jotform ანგარიშზე როდესაც გექნებათ ინტერნეტთან კავშირი.
კიოსკის რეჟიმის გასააქტიურებლად, დააკლიკეთ თქვენს ფორმას.
აირჩიეთ კიოსკის რეჟიმში გახსნა.
აირჩიეთ ჩაკეტილი ეკრანით ან ჩაკეტილი ეკრანის გარეშე გაგრძელების სასურველი ვარიანტი. ჩაკეტილი ეკრანის ფუნქციონალი არ აძლევს მომხმარებლებს საშუალებას გამორთონ კიოსკის რეჟიმი.
თუ თქვენ აირჩევთ ეკრანის ჩაკეტვის ვარიანტს, თქვენ უნდა დააყენოთ ოთხციფრიანი PIN კოდი. აღნიშნულ კოდს გამოიყენებთ შემდგომში კიოსკის რეჟიმის გამოსართავად.
მას შემდეგ როცა აირჩევთ, აპლიკაცია გიჩვენებთ ინსტრუქციებს თუ როგორ გამორთოთ კიოსკის რეჟიმი.
როდესაც იმყოფებით კიოსკის რეჟიმში, ფორმის გაგზავნის შემდეგ ნაჩვენები იქნება მადლობის გვერდი რამოდენიმე წამით და შემდეგ ის ავტომატურად ჩაიტვირთება თავიდან. იხილეთ აღნიშნულის დემო ქვემოთ:
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ!
კომენტარის გაგზავნა: