როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში

25 ივნისი, 2024

საკონტაქტო ფორმები არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმის ტიპი. ჩვეულებრივ, ეს არის ყველაზე სწრაფი გზა მკითხველებისათვის რათა დაგიკავშირდნენ როდესაც სჭირდებათ დახმარება, აქვთ უკუკავშირი, მოხსენება ან იდეა გასაზიარებელი. საკონტაქტო ფორმის ხელით შექმნა არის შრომატევადი, რთული და შეიძლება იყოს იმედგამაცრუებელიც კი. თუ გსურთ შექმნათ დიდებული და თანამედროვე დიზაინის მქონე საკონტაქტო ფორმა წუთებში, Jotform-ის ფორმის მშენებელი არის იდეალური ხელსაწყო აღნიშნული საქმისათვის.

Jotform არის ყველაზე მარტივი ფორმის მშენებელი. მარტივად აიღეთ და ჩასვით ფორმის ველები სასურველ ადგილას, შეინახეთ თქვენი ფორმა და ყველაფერი მზადაა! აი ასე, თქვენ არ გჭირდებათ დაწეროთ თუნდაც ერთი ხაზი კოდი.

Youtube Embed Poster: _pcpXZDuYKk

Jotform-ის გამოყენებით საკონტაქტო ფორმის შესაქმნელად:

1. გადადით www.jotform.com-ზე.

2. შედით თქვენს ანგარიშში და შექმენით ფორმა ღილაკზე ფორმის შექმნა დაჭერით.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-1

ა. თუ გსურთ ფორმის შექმნა ნულიდან, აირჩიეთ ცარიელი ფორმა.

ბ. თუ გსურთ აირჩიოთ 8000-ზე მეტი მზა ფორმიდან, დააკლიკეთ შაბლონის გამოყენებას.

გ. თქვენ შეგიძლიათ ასევე შეგიძლიათ საჯარო Jotform ფორმის იმპორტი ფორმის შემოტანის ვარიანტის გამოყენებით.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-2

მოდით შევქმნათ ფორმა ნულიდან და გადავავლოთ თვალი Jotform-ის ყველა ფუნქციონალს.

3. როდესაც იმყოფებით ფორმის მშენებლის გვერდზე, აიღეთ ველები მარცხენა პანელიდან და ჩასვით ფორმის პანელზე.

მაგალითად, ეს არის საკონტაქტო ფორმაზე ყველაზე ხშირად გამოყენებული ველები.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-3

4. როდესაც მორჩებით, შეინახეთ თქვენი ფორმა და ყველაფერი მზადაა!

თუ გუსრთ გახადოთ თქვენი საკონტაქტო ფორმა უფრო მეგობრული და პროფესიონალური, თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ მოცემული საუკეთესო პრაქტიკის რჩევები.

ა. გახადეთ თქვენი ფორმა უფრო მეტად კონკრეტული. “დაგვიკავშირდით” არის ზოგადი ტერმინი. თქვენ უნდა იყოთ უფრო მეტად კონრეტული თქვენი ფორმის შესახებ – თუ რასთან დაკავშირებით დაგიკავშირდნენ ან რის შესახებაა საკონტაქტო ფორმა. როგორ? დაამატეთ ქვესათაური.

მაგალითი: რომელი მათგანი გამოიყურება უკეთესად?

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-4

ბ. დაამატეთ დამხმარე ინფორმაცია. ფორმის შევსება შეიძლება იყოს დამაბნეველი. ქვეიარლიყების, მინიშნებების, ადგილდამჭერი ტექსტების, მაუსის მიტანისას ნაჩვენები ტექსტების ან სტატიკური ტექსტური ველების გამოყენებით თქვენ შეძლებთ აღნიშნული შეცდომების მოგვარებას. დაამატეთ დამატებითი ინფორმაცია იმდენად რამდენადაც შესაძლებელია ან საჭიროა. ქვემოთ მოცემულია ფორმა დამხმარე ინფორმაციით.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-5

ყვითელი ასახავს ქვე-იარლიყებს.

ვარდისფერი ასახავს ადგილდამჭერ ტექსტს.

იასამნისფერი ასახავს მაუსის მიტანისას ნაჩვენებ ტექსტს.

მწვანე ასახავს სტატიკურ ტექსტს.

ქვემოთ მოცემული სქრინშოთი აჩვენებს თუ როგორ შეგიძლიათ დაამატოთ ქვეიარლიყები – თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ პირდაპირ ველზე ან გახსნათ ველის პარამეტრები და იპოვოთ ქვეიარლიყის პარამეტრი ზოგადი ჩანართის ქვემოთ.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-6

ქვემოთ მოცემული სქრინშოთი აჩვენებს თუ სად შეგიძლიათ იპოვოთ ადგილდამჭერი ტექსტისა და მაუსის მიტანისას ნაჩვენები ტექსტისპარამეტრები. თქვენ შეგიძლიათ მისი პოვნა ფორმის პარამეტრების ფანრჯის დამატებითი ჩანართის ქვემოთ.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-7

დამხმარე ტექსტის დამატების სხვა მეთოდია “ტექსტური” ველი, აქ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აღწერა, ინსტრუქციები ან ნებისმიერი სხვა მომხმარებლისთვის საჩვენებელი ინსტრუქცია.

როგორ შევქმნა საკონტაქტო ფორმა Jotform-ში Image-8

გ. მოერიდეთ Captcha ელემენტების გამოყენებას. ჩვენ გვესმის რომ captcha ველის გამოყენება ემსახურება გარკვეულ მიზანს, მაგრამ ხშირად ეს შეიძლება იყოს იმედგამაცრუებელი და გამოიწვიოს ფორმის შევსების სიხშირის შემცირება. Jotform-ის გამოყენებით, თქვენ არ გჭირდებათ captcha ელემენტის გამოყენება თუ თქვენ სისტემატიურად არ იღებთ ყალბ ფორმის გამოხმაურებებს. Jotform-ს აქვს სპამის აღკვეთის ჩაშენებული სისტემა. თუ თქვენ კვლავ გსურთ captcha ველის დამატება, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ გიდს: როგორ დავამატო Captcha ველი.

დ. შეინარჩუნეთ სიმარტივე. როგორც გამონათქვამი ამბობს, ყველაფერი იდეალური მარტივია. არ დააბნიოთ თქვენი მომხმარებლები არასაჭირო ინფორმაციის ან რეკლამების თქვენს საკონტაქტო ფორმაზე დამატებით.

ესეც ასე! ახლა კი შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები შემოთავაზებულ მეთოდებთან დაკავშირებით კომენტარის სახით ქვემოთ!

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.