ვერ ვახდენ ლოკაციის ვერიფიკაციას,თანხის გამოტანას.

  • taiajangveladze
    Asked on 25 მარტი, 2022, 16:55

    გამარჯობა, სკრილის ანგარიშზე მააქვს თანხა რომლის გადატანაც მინდა საქართველოს ან თიბისის ბარათზე, საქმე იმაშია რომ ლოკაციის ვერიფიცირებას მთხოვს ნებისმიერი გადარიცხვისას და მის ვერიფიცირებას ვერ ვახდენ, ლოკაცია სადაც ვიმყოფებოდი ის მქონდა მითითებული. იქნებ შეძლოთ დახმარება. მადლობა.

  • Niko_N
    Replied on 25 მარტი, 2022, 17:25

    გამარჯობა,

    მადლობა გამოხმაურებისათვის.

    გაცნობებთ რომ Skrill წარმოადგენს მხოლოდ ჩვენს გადახდის სისტემის ინტეგრაციას, შესაბამისად ანგარიშთან და გადარიცხვებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ დახმარების მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით Skrill-ის მხარდაჭერის გუნდს მოცემულ გვერდზე:

    https://www.skrill.com/en/support

    ვერიფიკაციისათვის სავარაუდოდ საკმარისი იქნება ისეთი დოკუმენტის ატვირთვაც რომელშიც მითითებული იქნება თქვენი საცხოვრებელი მისამართიც და დაადასტურებს Skrill-ის ანგარიშზე მითითებული მისამართის ვალიდურობას. მსგავსი დოკუმენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის კომუნალური დავალიანების ქვითარი მისამართის დეტალებით ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბანკს და სთხოვოთ დოკუმენტის მომზადება რომელიც დაადასტურებს თქვენი ლოკაციის დეტალებს.

    პატივისცემით,

    ნიკო