-
tikokapanadzeAsked on 11 მაისი, 2021, 11:17
გამარჯობა!
მსურს PDF ფორმის შექმნა რომლის შევსებაც შესაძლებელი იქნება Google ფორმების მსგავსად. მაინტერესებს ხომ არ გაქვთ რაიმე მსგავსი ფუნქციონალი რომელიც დამეხმარება მსგავსი PDF ფორმის შექმნაში?
შესაძლებელია თუ არა შევსებადი PDF ფორმების შექმნა უფასოდ JotForm-ის გამოყენებით?
მადლობა წინასწარ!
-
Niko_NReplied on 11 მაისი, 2021, 13:02
გამარჯობა!
დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მრავალფუნქციური PDF რედაქტორი რათა შექმნათ სასურველი შევსებადი PDF დოკუმენტები:
https://www.jotform.com/ka/products/pdf-editor/
JotForm-ის გამოყენებით შევსებადი PDF დოკუმენტების შესაქმნელად არსებობს სამი მეთოდი:
მეთოდი 1: PDF ფორმის შექმნა ნოლიდან: მიჰყევით მოცემულ ეტაპებს რათა შექმნათ სასურველი შევსებადი PDF დოკუმენტი ნოლიდან:
#1. დააკლიკეთ მოცემულ ლინკს რათა გახსნათ PDF რედაქტორი: https://www.jotform.com/pdf-editor?fillable=new
#2. დააკლიკეთ ღილაკს “ახალი PDF ფორმის შექმნა”:
#3. დაამატეთ სასურველი კითხვები თქვენს ფორმას, დააყენეთ იმეილის შეტყობინებები და სხვა ინტეგრაციები:
#4. თქვენ შეგიძლიათ შექმნილი შევსებადი PDF დოკუმენტის გადმოწერა მოცემული ღილაკის გამოყენებით:
მეთოდი 2: აქციეთ თქვენი არსებული Jotform ვებ ფორმა PDF ფორმად. მიჰყევით მოცემულ ეტაპებს:
#1. შექმენით ონლაინ ფორმა ფორმა და დაამატეთ სასურველი კითხვები / ფორმის ველები:
#2. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიეთ თქვენი ფორმა, დააკლიკეთ ჩანართს "დამატებით" და აირჩიეთ "PDF დოკუმენტის შექმნა":
#3. მოხდება თქვენი გადამისამართება PDF რედაქტორზე სადაც თქვენი არსებული ონლაინ ფორმა იქნება ავტომატურად გადაყვანილი PDF ფორმატრში, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ მისი გადმოწერა:
მეთოდი 3: შემოიტანეთ თქვენი არსებული შევსებადი PDF ფორმა JotForm-ში.
თუ თქვენ უკვე გაქვთ შევსებადი PDF ფორმა, თქვენ შეგიძლიათ მისი JotForm-ში იმპორტი. ამისათვის PDF რედაქტორზე აირჩიეთ "PDF ფორმის შემოტანა":