Jotform-ის ფუნქციონალი ცხოველთა თავშესაფრის სუპერგმირებისათვის

შექმენით მძლავრი ფუნქციონალის მქონე ონლაინ ფორმები თქვენი ცხოველთა თავშესაფრისათვის. აყვანის პროცესის გამარტივებით, Jotform საშუალებას გაძლევთ დახარჯოთ ნაკლები დრო ქაღალდის ფორმებზე და დაუთმოთ მეტი დრო ცხოველებს.

Easy to Use Anywhere

მარტივი წვდომა ნებისმიერ დროს

როგორც ცხოველთა თავშესაფრის სუპერგმირს, თქვენ მუდმივად გიწევთ გადაადგილება - ასე რომ ქაღალდის ფორმების გამოყენებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ჩვენი უფასო მობილური აპლიკაციის, Jotform მობილური ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეაგროვოთ მონაცემები, იხილოთ გამოგზავნილი ინფორმაცია და მართოთ თქვენი ფორმები ნებისმიერი ადგილიდან.

Automate Your Animal Shelter

თქვენი ცხოველთა თავშესაფრის
ავტომატიზაცია

თქვენ ზრუნავთ ცხოველებზე - ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს სამუშაო პროცესებზე. გადაიღეთ ფოტოები, შეაგროვეთ ხელმოწერები, და დაუკავშირდით 100+ სასარგებლო აპლიკაციას და ინტეგრაციებს, როგორიცაა Google Drive ან Dropbox, რათა გაზარდოთ პროდუქტიულობა და დაუთმოთ უფრო მეტი დრო თქვენს ფუმფულა, ფრთოსან და ფარფლიან მეგობრებს.

Fully Customizable Forms

სრულიად მორგებადი ფორმები

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის თავშესაფარს მართავთ, ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებითმ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფორმები რომელიც იდეალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს. მოარგეთ ფორმის დიზაინი და დააყენეთ სასურველი იმეილის შეტყობინებები.

Organize and Track Your Applications

მართეთ და თვალყური ადევნეთ
თქვენს განაცხადებს

მოხალისის და ცხოველთა აყვანის განაცხადების მართვა ბევრად მარტივია. Jotform ცხრილების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იდეალური შიდა სამუშაო პროცესების მართვის პლატფორმა და სწრაფად იპოვოთ ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია. წარმოადგინეთ ინფორმაცია ელექტრონული ცხრილების ან ბარათის სახით, დაუკავშირდით აპლიკანტებს პირდაპირ თქვენი ცხრილების გავლით, გადმოწერეთ მონაცემები ერთი კლიკით, მიამაგრეთ ფორმები თანამშრომლებს ონლაინ კოლაბორაციის პლატფორმაზე.

Turn Form Data Into Insightful Reports Turn Form Data Into Insightful Reports

აქციეთ ფორმის მონაცემები
გამჭრიახ რეპორტებად

გსურთ თვალყური ადევნოთ ცხოველთა აყვანის სიხშირეს ან აღმოაჩინოთ შინაური ცხოველების აყვანის ტრენდები? JotForm-ის რეპორტის მშენებელი მომენტალურად აქცევს თქვენი თავშესაფრის განაცხადის ფორმებს ანალიტიკურ რეპორტებად.

Safe, Easy Online Payments

უსაფრთხო, მარტივი ონლაინ
გადახდები

მიიღეთ დონაციები და განაცხადის საფასური ონლაინ 40+ პოპულარული გადახდის სისტემის გამოყენებით, მათ შორის Square, PayPal, Authorize.Net და Stripe. Jotform არასდროს გახდევინებთ ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს, როდესაც აგროვებთ თანხას თქვენი ფორმების გავლით.

Online Forms You Can Trust

ონლაინ ფორმები რომელთაც
შეგიძლიათ ენდოთ

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. Jotform იყენებს 256 ბიტიან SSL დაცვას, არის PCI და GDPR შესაბამისი, და გთავაზობთ თქვენი ფორმების დაშიფრვის ფუნქციონალს. ამიტომაც უზრუნველყოფილია ნებისმიერი სახის სენსიტიური ინფორმაციის მუდმივი დაცვა.

Convert Your PDFs into Online Forms

აქციეთ თქვენი PDF-ები ონლაინ ფორმებად

ჯერ კიდევ იყენებთ ცხოველთა აყვანის და მოხალისეთა განაცხადების ქაღალდის ფორმებს? JotForm-ის ჭკვიანი PDF ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მომენტალურად აქციოთ თქვენი PDF ფორმები ონლაინ ფორმებად, რომელთა შევსებაც შესაძლებელია ნებისმიერ მოწყობილობაზე - დაბეჭდვის, ხელმოწერის და სკანირების გარეშე! თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ იმეილის შეტყობინებები, გაგზავნოთ შევსებული PDF-ები ავტომოპასუხეების გამოყენებით, და ატვირთოთ ისინი ღრუბლოვან სერვისებზე, როგორიცაა Dropbox ან Google Drive.